სიახლეები
სკოლები

ბათუმის N20 სკოლის უკრაინული სექტორის პირველკლასელებმა ქართული ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს
17-11-2023
-
+


ბათუმის N20 საჯარო სკოლაში, უკრაინული სექტორის I კლასის მოსწავლეებმა ქართული ანბანის სწავლა დიდი ზარ-ზეიმით დაიწყეს.

„და, აი, დადგა ეს ლამაზი დღეც! „ანბანის შემობრძანება“ ჩვენს კლასში“, - გვიყვებიან სკოლაში.

ამ დღესთან დაკავშირებით, პედაგოგმა პირველკლასელებს კლასში დიდი დღესასწაული მოუწყო, სადაც როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბავშვები, ქართული ანბანის „ოქროს გასაღებს - აი-იას“, დიდი მონდომებითა და ინტერესით გაეცნენ.

გაკვეთილი განსხვავებულად და საინტერესოდ დაიგეგმა, რომელიც სახალისო და შემოქმედებითი გამოდგა.

„უკრაინული სექტორის პირველკლასელებს ქართული სექტორის პირველკლასელებმა ია შემოუბრძანეს, რამაც პატარების დიდი სიხარული და აღტაცება გამოიწვია. ბავშვები მოეფერენ, მიუალერსეს ლურჯთვალა იას“, - გვეუბნებიან სკოლაში.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა ია დახატეს, დაწერეს, გაეცნენ ქართულ ანბანს, იაზე სიმღერას მოუსმინეს და თავადაც გაიმეორეს.

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექცია, რომლის წევრებმაც ბავშვებს „ანბანის შემობრძანება“ მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეულ მოსწავლეზე მორგებული გარემოა შექმნილი, სადაც მათ ცოდნას უღრმავებენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება