სიახლეები
სკოლები

ბათუმის N20 სკოლის მოსწავლეები პეტრას ციხეს პეიზაჟის დასახატად სტუმრობდნენ
17-11-2023
-
+


ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები გასვლითი ღონისძიებით პეტრას ციხეს სტუმრობდნენ.

ხელოვნებაში კომპლექსური დავალების პირობის თანახმად, მოსწავლეებს „პეიზაჟი“ უნდა შეექმნათ. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „პეიზაჟი“ ბუნების სურათის აღწერაა და ამ დავალებას საკლასო ოთახში ვერ შეასრულებდნენ. შთაგონების წყაროდ კი, ამადეო მოდილიანს ასახელებენ. 

როგორც პროექტის ხელმძღვანელი - მარინა ზოსიძე გვიყვება, მოდილიანმა ჟანას პორტრეტს თვალები არ გაუკეთა და ჟანას შეკითხვას ასე უპასუხა -„შენს თვალებს მაშინ დავხატავ, როდესაც შენს სულს შევიცნობო“, მოსწავლეებმაც გადაწყვიტეს, რომ ბუნების სულის შეგრძნების გარეშე ამ დავალებას ვერ შეასრულებდნენ. 

შემოქმედებითი დავალების შესასრულებლად კი, პეტრას ციხეს ესტუმრნენ, პროექტით - „შემოდგომა ხატავს“. 

პროექტი სხვადასხვა აქტივობებით იყო გამდიდრებული: მოსწავლეებმა ინფორმაციის საფუძველზე ისაუბრეს პეტრას ციხის ისტორიულ წარსულზე და გულდასმით დაათვალიერეს ციხის მიმდებარე ტერიტორია. შეარჩიეს სასიამოვნო ადგილი, საიდანაც უკეთ შეიგრძნობდნენ ბუნების სილამაზეს. 

„ცის, ზღვის და მიწის სილამაზე ავსებდა ერთმანეთს“, - ასე აფასებდნენ ფონს, მოსწავლეები, რომელიც მათ თვალწინ გაიშალა. 

სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით პატარებმა ჯგუფურად შექმნეს ძალიან ლამაზი პეიზაჟები.

ციხისძირში თანაკლასელის ოჯახსაც ესტუმრნენ და შემოდგომის ნობათიც დააგემოვნეს. 

უკან დაბრუნებისას, ბათუმის ბოტანიკურ ბაღშიც გაიარეს, სადაც შემოდგომის ფესტივალი იმართებოდა, სასიამოვნოდ გაერთნენ „ევრო- 2000“-ის სასკოლო საზოგადოებასთან ერთად. 

მოსწავლეებმა ინახულეს ბოტანიკურ პარკში მცენარეები, მათთვის სასიამოვნო ყვავილები შეარჩიეს და დაწერეს საინტერესო თხზულება - „რას ფიქრობს ხიდან ჩამოვარდნილი ფოთოლი“. 

„იმდენად საინტერესოდ შეადგინეს თხზულების ტექსტი, რომ დავრწმუნდი მართლაც ჩაიხედეს ბუნების სულში“, - ასე აფასებს მასწავლებელი, მოსწავლეთა ნამუშევარს. 

პროექტს, საინტერესო და ლამაზი კადრებით აფიქსირებდა რუსლან ჯინჭარაძე, რისთვისაც მასწავლებელი დიდი მადლობას უხდის.

„პატარების გულის მოგება და მადლი ყველა სარგებელზე მაღლა დგას. დიდი მადლობა ნონა ბოლქვაძეს, რომლის ერთი წინადადების საფუძველზე დამებადა ამ პროექტის იდეა. ასე რომ წინასწარ ვერაფერს დავწერ, რადგან არ ვიცი როდის რა იდეა დამებადება“, -  აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი მარინა ზოსიძე. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება