სიახლეები
სკოლები

განძის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრებაში მონაწილეობდნენ
17-11-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა პროექტში ერთვებიან.

ამჯერად, თბილისში, ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა 21-ე შეკრება გაიმართა, რომელშიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე მოსწავლეები საკონცერტო ნომრით -„ჩვენ ორი სამშობლო გვაქვს“ წარსდგნენ და სიგელები დაიმსახურეს.

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. როგორც სკოლაში ამბობენ, წლების განმავლობაში, ამ ღონისძიებაში ნანა ბურჯანაძე-მიხანაშვილის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ახლა კი, მისი მოსწავლე რუზანა ათორაკალიანი აგრძელებს ტრადიციას.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ცისანა ხაზარაძეს, მოწვევისა და თბილად მიღებისათვის. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებს და მინდა, რომ იყვნენ საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები. ჩემი მიზანია ბავშვებში სიყვარულის ჩანერგვა ორივე სამშობლოს მიმართ. ჩვენც ვართ ამ ულამაზესი ქვეყანის ერთი ნაწილი და ჩვენც გვიყვარს საქართველო“,- აღნიშნავს მასწავლებელი რუზანა ათორაკალიანი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება