სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონს“ ცოდნის დღესასწაულად მივიჩნევ“- მესტიის „ეტალონი მოსწავლის“ ვინაობა ცნობილია
18-11-2023
-
+


საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მოსწავლეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ერთვებიან. ისინი ცოდნასა და შესაძლებლობებს ავლენენ. ამჯერად, დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის მესტიის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ეს ტიტული მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი დავითიანმა მოიპოვა.

კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა და მასში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.  ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-ს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, სკოლის დირექტორი, მასწავლებელი და „ეტალონი მოსწავლე“ ესაუბრნენ.

მაია ნაკანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი:

მერია აღნიშნულ პროექტს მიესალმება, უკვე წლებია, რაც „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდთან ვთანამშრომლობთ. ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან კონკურსში ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები ძალიან აქტიურად ერთვებიან. ინტელექტ-ჩემპიონატი წელსაც ონლაინ ჩატარდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მოსწავლეებისთვის, პირიქით, უფრო მონდომებულები და მოტივირებულები არიან. სანამ „ეტალონი“ იარსებებს, ალბათ თანამშრომლობას ყოველთვის გავაგრძელებთ, მხარს დავუჭერთ. ამ პროექტისთვის დიდ მადლობას ვუხდი ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს. მივესალმებით ამ ინტელექტ-ჩემპიონატს, რომელიც მოსწავლეთა განათლებას ხელს უწყობს. გარდა ამისა, ისინი ჯანსაღ კონკურენციას ეჩვევიან.

დარეჯან ნიგურიანი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

თავდაპირველად, უნდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეებს „ეტალონში“ მონაწილეობა უხარიათ. ბედნიერები ვართ იმით, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება ინტელექტ-ჩემპიონატში ჩავრთულიყავით. გაიმარჯვა მე-8 კლასის მოსწავლემ, აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლა საბაზოა. მე პირადად „ეტალონს“ ცოდნის დღესასწაულად მივიჩნევ. გვიხარია, რომ ამ სასწაულის კიდევ ერთხელ გამზიარებლები ვართ. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატითა და შემოქმედებით გუნდთან თანამშრომლობით აღტაცებული ვარ და რასაკვირველია, „ეტალონის“ მიმართ ჩემი განწყობა დადებითია.

თეა ჭკადუა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩვენს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. ზოგადად, სხვადასხვა პროექტით ყოველთვის დაინტერესებულები ვართ. არაფორმალური განათლების კუთხით, სკოლა ძალიან მაღალ საფეხურზე გვყავს აყვანილი. მოსწავლეები აქტივობებსა და ღონისძიებებში დიდი მონდომებით ერთვებიან. „ეტალონში“ მიღწეული წარმატებით კმაყოფილები ვართ. ანი კარგი, მონდომებული, ნიჭიერი მოსწავლეა.

ინგა მოდებაძე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის ეტალონის პედაგოგი:

ისეთ პროექტებში მონაწილეობა, როგორიც „ეტალონია“ მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კონკურსი მოსწავლეებს ეხმარება, რომ საკუთარი მრავალმხრივი ცოდნა წარმოაჩინონ. ამ მხრივ, ძალიან კარგი კონკურსია. რაც შეეხებათ მეორე ეტაპზე გადასულ მოსწავლეებს - სოფო, ანი და ლიზი სამივე არაჩვეულებრივი ბავშვია. უყვართ კითხვა და მხოლოდ სასკოლო მასალის სწავლით არ შემოიფარგლებიან, მოაზროვნე მოსწავლეები არიან, სხვადასხვა საკითხის შესახებ საინტერესოდ საუბარი და კამათი შეუძლიათ, რითაც პირადად მე, ვამაყობ.

ანი დავითიანი, მესტიის „ეტალონი მოსწავლე“:

კონკურსი რომ ტარდებოდა, ამის შესახებ მასწავლებელმა მითხრა, მეც ჩავერთე, ტესტები შევასრულე. გულწრფელად გეტყვით, გამარჯვებასა და ფინალურ ეტაპზე გადასვლას არ ველოდი. პირველი ადგილის დაკავება, რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა. ჩემთვის „ეტალონი“ ძალიან საინტერესო და საუკეთესო კონკურსი აღმოჩნდა. შარშანაც ვმონაწილეობდი და ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.


ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება