მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს - ინა ძოწენიძეს (IX კლასი), ქეთევან კვანტალიანს (VIII კლასი), თამუნა კაცაძეს (IX კლასი), ნინო მანაგაძეს (IX კლასი) და ლილე ჩეჩელაშვილს (VIII კლასი) „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის კონკურსები გრძელდება. პროექტი ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 16 ნოემბერს ჩატარდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც დღეს ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ეჯიბრებიან.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია
სასკოლო საზოგადოება მაია დავითაშვილისა და ირმა ჟღენტის მიღწევით ხარობს