2023 წლის ჩოხატაურის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
03-11-2023
დაკოპირებულია
-
+
3 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2023 წლის ჩოხატაურის„ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა: ტიტულის მფლობელი გახდა - ხიდისთავის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ლიზი თავართქილაძე.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. პროექტის თანაორგანიზატორები არიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია და ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.
სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
გამარჯვებული მოსწავლე შემდგომში თავის მუნიციპალიტეტს წარმოადგენს LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრება სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.
გთავაზობთ ჩოხატაურის „ეტალონის“ მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:
ასევე იხილეთ:
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე