2023 წლის ჭიათურის, ბორჯომის და თერჯოლის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ
10-11-2023
დაკოპირებულია
-
+
10 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2023 წლის ჭიათურის, ბორჯომის და თერჯოლის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ.
➤ „ჭიათურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ჭიათურის N7 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე გიორგი ბოყოველი
➤ „ბორჯომის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ანდეზიტის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე კრისტინა შინკარენკო
➤ „თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - კახაბერ ბრეგვაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე თათია კირკიტაძე
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.
ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.
სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.
გთავაზობთ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:
ჭიათურა
ბორჯომი
თერჯოლა
ასევე იხილეთ:
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“