სიახლეები
სკოლები

შუაგორას საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სამხედრო მოსამსახურეებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს 
17-11-2023
-
+


ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში, 16 ნოემებრს, პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.

„ჩვენი ჯარი“ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტია.

აღნიშნულ შეხვედრას მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, კაპრალსპეციალისტი მამუკა კაპანაძე და კაპრალსპეციალისტი გაგა ხუბუკელაშვილი უძღვებოდნენ.

ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში პრეზენტაციების სახით თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანა, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს ურთიერთობები გააცნეს.

მათ ასევე ბავშვებს საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 

მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული გმირების, თითოეული მათგანის გმირობის ისტორია უშუალოდ ჯარისკაცებისგან მოისმინეს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებისა და თემატურად მომზადებულ-შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა შესთავაზეს.

დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო მოსწავლეთათვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება