მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს, 17 ნოემბერს სტუდენტების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ საყოველთაო დღესასწაულს საფუძვლად ტრაგიკული მოვლენები უდევს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარდა. 1939 წლის ოქტომბრის ბოლოს, ჩეხეთის განათლების დღის აღსანიშნად, სტუდენტები დემონსტრაციაზე გამოვიდნენ. ფაშისტებმა ისინი დაარბიეს, რა დროსაც სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი - იან ოპლეტალი მოკლეს.
ბიჭის დაკრძალვის შემდეგ, პროტესტის ტალღა აგორდა, რის შედეგადაც სტუდენტები ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში გამოკეტეს, ჩეხეთის უმაღლესი სასწავლებლები დაიხურა, ხოლო 10 პროტესტანტი სიკვდილით დასაჯეს.
ორი წლის შემდეგ - 1941-ში, ლონდონში ჩატარდა ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა, რა დროს გაჟღერდა, რომ დაწესებულიყო დღე, ჩეხი სტუდენტებისა და მათი თავდადების უკვდავსაყოფად.
1946 წლის შემდეგ, სტუდენტების საყოველთაო კონგრესზე საბოლოოდ გადაწყდა, რომ ყოველი წლის 17 ნოემბერს სტუდენტების დღე აღინიშნებოდა.
მსოფლიოს მასშტაბით, უმაღლეს სასწავლებლებში იმართება ღონისძიებები, რომლის მთავარი იდეაა სტუდენტური მეგობრობის განმტკიცება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი