TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

''ეტალონის'' შესარჩევ ტურში გურჯაანის სკოლების უმრავლესობა ჩაერთო
18-11-2016
-
+


გურჯაანში ''ეტალონის'' პირველ ტურის ორგანიზებაში გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური რესურსცენტრთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.   

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, გურჯაანში, ყველა სკოლის ინფორმირება წინასწარ მოხდა. 

ტესტირება ყველა სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტების და ინსტრუქციის შესაბამისად მოხდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებისთვის ტესტები ცალ-ცალკე იყო შერჩეული.    

მოსწავლეების ნამუშევრები სკოლის მიერ შერჩეულმა პირებმა გაასწორეს. ‘’ეტალონის’’ ჯგუფი მათთგან ყველაზე მაღალქულაინ მოსწავლეებს გამოავლენს. 

შესარჩევ ტურთან დაკავშირებით "Etaloni.ge’’ გურჯაანის საგანმანათლელო რესურსცენტრის უფროსს დალი მინდიაშვილს გაესაუბრა. 

მისი თქმით, ‘’ეტალონი’’ ბავშვისგან ითხოვს ზოგად ცოდნას იმისთვის, რომ დაძლიოს ბარიერი, რაც ძალიან კარგია:

„ფაქტობრივად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლების 2/3-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. ბავშვების აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო. ყველაფერი ძალიან ორგანიზებულად, განსაზღვრულ ვადებში, წესების დაცვით ჩატარდა. ერთი სკოლის გადრა, ყველგან ჩატარდა შეჯიბრი. იმ ერთ სკოლაშიც ტექნიკური ხარვეზი იყო და იქაც აუცილებლად ჩატარდება. იმ ბავშვების რაოდენობა, ვინც მოაგროვა 50 ქულა და მეტი, საკმაოდ შთამბეჭდავია. ბავშვებმა სერიოზულად აღიქვეს ის მასალა, რაც მიიღეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს იყო სერიოზული სამუშაო, სადაც არაფერი არ იყო უცხო. თუკი სკოლაში კარგად სწავლობდა ბავშვი, მაშინ ის შეძლებდა სწორი პასუხების გაცემას. ‘’ეტალონი’’ ბავშვისგან ითხოვს ზოგად ცოდნას იმისთვის, რომ დაძლიოს ბარიერი, რაც ძალიან კარგია. “

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".          

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 

‘’ეტალონის’’ შესარჩევმა ტურმა ველისციხის სკოლის მოსწავლეებში დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება