სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
17-11-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინფორმაციო შეხვედრით აღინიშნა. 

„მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ შენ“, - ამ იდეით, მოსწავლეებმა ტოლერანტობის არსზე ისაუბრეს და მისი მნიშვნელობა განსაზღვრეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მეორე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და საკლასო ოთახში გამოფინეს. 

დამრიგებელმა - მაია რთველაძემ, მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობაზე ამომწურავად ესაუბრა და მათ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. 

„თუ გვინდა მშვიდობიან გარემოში ცხოვრება, პატივს უნდა ვცემდეთ სხვა რელიგიის, ეროვნებისა თუ რასის წარმომადგენლებს.

ტოლერანტი ადამიანი სულიერად მდიდარია. ის ხედავს, რომ სამყარო მრავალფეროვანია. ტოლერანტობა გამორიცხავს ძალადობასა და აგრესიას.

ტოლერანტობა არის ადამიანის აქტიური პოზიცია, პარტნიორობა, თანაგრძობა, სხვებზე ზრუნვა. ეს ზნეობრივი და სოციალური აქტივობაა. ეს არის, როგორც საკუთარი, ასევე სხვათა ღირსების დანახვა და პატივისცემა, შენგან განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი“, - ამ სიტყვებით კი, დამრიგებელმა - მაია რთველაძემ მოსწავლეებს ამ დღის არსი გააცნო და მათ ტოლერანტობისკენ მოუწოდა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება