სიახლეები
სკოლები

მარნეულის N1 საჯარო სკოლაში მორიგი გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა
17-11-2023
-
+


მარნეულის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსდაცვითი კულტურის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში მორიგი გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი მიზნად ისახავდა რამდენიმე გარემოებას: 

  • მოსწავლეებს უნდა განუვითარდეთ ნეგატიური დამოკიდებულება დანაგვიანებული გარემოსადმი;
  • მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ჯანმრთელობისთვის სუფთა გარემოს აუცილებლობის გაცნობიერება;
  • მოახერხონ სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიება და შეგროვება;
  • უსაფრთხოების წესების დაცვით პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა;
  • საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის ნარჩენებით დაბინძურების შედეგებზე მსჯელობა.

პროექტის ამოცანები კი შემდეგნაირია: 

  • მოსწავლეთათვის იდეის მოწოდება;
  • მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება;
  • ინფორმაციის მოძიება;
  • ფილმის ჩვენება;
  • გარემოს დასუფთავების აქცია;
  • საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება ტრანსპორტში და მოსახლეობის ინფორმირება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მასწავლებლების მიზანია მოსწავლეებს დაანახონ გარემოზე ზრუნვის საჭიროება და მათში სამოქალაქო პასუხისმგებლობის უნარი გაზარდონ.

გარემოს დაცვის პრობლემა არ კარგავს თავის აქტუალობას, ჩვენთვის, მასწავლებლებისათვის, უმნიშვნელოვანესია დავანახოთ ჩვენს მოსწავლეებს, როგორ გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა ბუნებაზე. რა ცვლილებებს იწვევს ის გარემოში. მიგვაჩნია, რომ სწორედ ადრეულ ასაკში უნდა მოხდეს იმ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რათა მომავალში მათი გამოყენება თითოეული მათგანის მოთხოვნილებად იქცეს. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ გაჩეხილი ტყეები, უკონტროლოდ დაყრილი საყოფაცხოვრებო ნაგავი, სერიოზულ საფრთხეს უქმნის დედამიწას, ადამიანებს, მთელ ფლორასა და ფაუნას. აუცილებელია ამ მიმართულებით მოსახლეობის ინფორმირებულობა. სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, რათა გავუმკლავდეთ ამ სერიოზულ პრობლემას“, - გვიყვება პროექტის ხელმძღვანელი აითან აბასოვა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება