სიახლეები
სკოლები

წაჩხურუს საჯარო სკოლაში შემოქმედებითი კონკურსი ჩატარდა
20-11-2023
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლება აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით არიან ჩართულები არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ, ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში.

სასწავლო წელი წაჩხურუს საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიებითაა დატვირთული; ამის დასტურია შეჯიბრება-კონკურსიც - „ვინ უფრო უკეთ, ვინ უფრო უკეთ, ვინ უფრო სწრაფად“, რომელიც ახლახან ჩატარდა და სადაც ადგილობრივმა მოსწავლეებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს შესაძლებლობები.

კონკურსში სამი გუნდი - „ლილეო“, „ლეოპარდი“ და „ევრიკა“ მონაწილეობდა. კაპიტნებმა გუნდის სახელწოდება სასკოლო საზოგადოების წინაშე საინტერესოდ წარმოაჩინეს, ჟიურის კი ლექსით მიმართეს. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო კადრები გადაიღეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ. აღსანიშნავია, რომ ყველა ნომინაციაში გამარჯვებული გუნდი „ევრიკა“ გახდა. 

კონკურსი პედაგოგ ნანა თოდუას ხელმძღვანელობით ჩატარდა, რომელიც მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს ხშირად სთავაზობს. 

იხილეთ ვიდეობი და ფოტოები:










კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება