გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ ოქროს სიგელები მიენიჭათ
20-11-2023
დაკოპირებულია
-
+
გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
მოსწავლეები: ნინი ბაღიშვილი (IX კლასი), ნიკა ბაღიშვილი (XI კლასი) და თეკლა ჯამბურია (XI კლასი) კონკურსის მეორე ეტაპზე წარმატებით გადავიდნენ, მათ „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.