სიახლეები
სკოლები

„ჩვენ ვირჩევთ ტოლერანტობას“ - ბროლოსნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს 
20-11-2023
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლაში მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით, არა  მხოლოდ საფუძვლიან ცოდნას იღებენ, არამედ ისეთ უნარებს ივითარებენ, რომლებიც მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს. ბავშვები სწავლობენ მეგობრობას, ურთიერთპატივისცემას, ემპათიასა და ტოლერანტობას...

სწორედ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა სასკოლო აქტივობაც, რომელიც მოსწავლეებმა ისტორიის პედაგოგის, რუსუდან მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით გამართეს. 

ბავშვებმა მოიძიეს საჭირო ინფორმაცია, დაახარისხეს და თემატური პოსტერიც დაამზადეს. გარდა ამისა, ტოლერანტობის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვეს და საკუთარი აზრიც მკაფიოდ დააფიქსირეს. 

„ჩვენ ვირჩევთ ტოლერანტობას. ყველას მოექეცი ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ“ - ეს იყო მოსწავლეთა მთავარი გზავნილი საზოგადოებას.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება