სიახლეები
სკოლები

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა
20-11-2023
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში, პროექტებით სწავლებასა და საბუნებისმეტყველო მიმართულებით, მოსწავლეთათვის საინტერესო აქტივობების შეთავაზებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, STEAM-ის ფარგლებში ფიზიკის პედაგოგმა - მანანა ნაჭყებიამ და ქიმიის პედაგოგმა - ინგა რატიამ, მე-11 კლასის მოსწავლეებთან ერთად  განახორციელეს პროექტი, რომელიც ეხება ხელმისაწვდომ და მდგრად ენერგიას.

STEAM პროექტი სახელწოდება - „პელტიეს ელემენტი“, გახლავთ. 

პროექტი განხორციელდა ფიზიკისა და ქიმიის ინტეგრაციით განხორციელდა და მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. 

როგორც სკოლაში განმარტავენ,  პროექტის თემის აქტუალობა შემდეგნაირი გახლდათ: 21-საუკუნეში განისაზღვრა გლობალური გამოწვევები და მიზნები, რომლის მიღწევა აუცილებელია უკეთესი და მდგრადი მომავლისათვის. ერთ-ერთი მიზანი  ეხება ხელმისაწვდომ და მდგრად ენერგიას.ჩვენი მიზანია ვიზრუნოთ უკეთესი მომავლისათვის, ვიზრუნოთ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე, რათა მომავალში ენერგია იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი,მოვიხმაროთ განახლებული ენერგია, გაიზარდოს ენერგოეფექტურობა და განვითარდეს ტექნოლოგიები.

პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გამოიკვლიონ ენერგიის ალტერნატიული წყაროები და  შედეგები წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით, სადაც ისინი ისაუბრებენ თუ როგორ ხდება თითოეული ენერგიის განახლებადი წყაროს მეშვეობით ელექტრული ენერგიის მიღება, რა არის მათი გამოყენებისთვის დადებითი და უარყოფითი მხარეები, როგორია მათი ხარჯთეფექტურობა. ასევე მოსწავლეებმა შეძლონ უშუალოდ სითბური ენერგიისგან  ელექტრული ენერგიის მიღება, რისთვისაც ისინი გამოიყენებენ  „პელტიეს ელემენტს“. მისი  გამოყენებით ისინი შექმნიან  თერმოელექტრულ გენერატორს.

ასევე, მოსწავლეებს განუვითარდეთ ანალიტიკური, შემოქმედებითი, თანამშრომლობის, დაგეგმვის, აღწერის, ანალიზის, გაზომვის, სიდიდეების გამოყენების,აღრიცხვის, დასკვნის გამოტანისა და ტრანსფერის უნარ-ჩვევები.

სკოლაში, ასევე გვიზიარებენ მოსწავლეთა გამოცდილებას:

მოსწავლეებმა იციან მუდმივი დენის კანონები, იციან ელექტრული ხელსაწყოების მოქმედების პრინციპი, შეუძლიათ ელექტრული ხელსაწყოების კლასიფიკაცია დანიშნულების მიხედვით და მათი ელექტრული მახასიათებლების წარმოდგენა ცხრილების სახით.

მოსწავლეებს შეუძლიათ იმსჯელონ ნახევარგამტარების ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე, გააზრებული აქვთ ნახევარგამტართა  განსაკუთრებული თვისება - ელექტრონულ-ხვრელური გადასვლის, ანუ p-n  გადასვლის თვისება, რომელიც ხასიათდება ცალმხრივი გამტარობით.

მოსწავლეები ითვალისწინებენ უსაფრთხოების იმ წესებს, რომლებიც მათ სხვადასხვა ელექტრული მოვლენისა და მათთან დაკავშირებული საფრთხეების გაანალიზების შედეგად მიიღეს.

პროექტი საინტერესო, შედეგიანი და პროდუქტიული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება