სიახლეები
სკოლები

„შემოდგომა კახეთში“- ყვარლის N2 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება მოაწყვეს
20-11-2023
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა. 

III კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „შემოდგომა კახეთში“ გამართეს. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, სხვადასხვა როლი მოირგეს, იმღერეს და ქართული, ტრადიციული სადღეგრძელოები წარმოთქვეს. აღსანიშნავია, რომ სააქტო დარბაზში, მშობელთა და მოსწავლეთა ჩართულობით, შემოდგომის ნობათით სავსე სუფრა მოეწყო.

როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს გაეღრმავებინათ ცოდნა, თუ რა მოვლენებითაა წელიწადის ეს უმშვენიერესი დრო დატვირთული, როგორი ლამაზია წელიწადის ამ დროს კახეთის უმშვენიერესი ადგილები - წინანდალი, ნეკრესი, გრემი და სხვა.

ღონისძიებას სკოლის დირექციის წევრები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ. აქტივობები კლასის დამრიგებლის - ნინო წიქარიშვილისა და მუსიკის პედაგოგის - ეკა დენტოშვილის ჩართულობით გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება