სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ფრენბურთის შეჯიბრი გაიმართა
20-11-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ, მათ შორის, სპორტულ განვითარებაზე ზრუნავენ. პროფესიონალი პედაგოგები ცდილობენ, რომ ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესით დააინტერესონ. 

ამ მიზნით, სპორტის პედაგოგები - ბექა კვარაცხელია და ქეთი მიქელაძე, სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შიდასასკოლო ტურნირებს წელიწადში რამდენჯერმე მართავენ.

ამჯერად, შეჯიბრი ფრენბურთში გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად ისაპარეზეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 
 
პირველი ადილის მფლობელები, გამარჯვებულები მე-9 კლასის მოსწავლეები გახდნენ, მეორე ადგილზე მე-10 კლასელი მოასპარეზეები გავიდნენ, ხოლო მესამე ადგილი კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს.

„საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესი მხოლოდ კვებითი რეჟიმით არ არის დაცული“,- ასე ეხმაურება მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდასა და ს[ორტის პოპულარიზაციას საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება