სიახლეები
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის პირველ კლასში „შემოდგომის ზღაპარი“ სპექტაკლად გათამაშდა
20-11-2023
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა. 

„იყო დედა შემოდგომა. ჰყავდა სამი შვილი: სექტემბერი, ოქტომბერი, ნაბოლარა და ჭირვეული ნოემბერი. სამივე მეტ-ნაკლებად განსხვავებული ბუნებისა და ხასიათის“,- ასე დაიწყო შემოდგომის ზღაპარი პირველ კლასში.

პატარებმა შემოდგომის თითოეული თვე სიმღერით, ცეკვითა და ლექსებით დაახასიათეს. მათ მიწვეული სტუმრების, მშობლებისა და პედაგოგების წინაშე, საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ზღაპრის დასასრულს კი, პედაგოგებთან ერთად, მათი საყვარელი ნუგბარი - ჩურჩხელა მოამზადეს. 

მოსწავლეებმა შემოდგომას, სიუხვისა და ბარაქისათვის, მადლობა გადაუხადეს. სტუმრებს კი მომავალში, ზამთრის საინტერესო ზღაპარის სცენარს დაჰპირდნენ.

„მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის მზადების პროცესში ჩართულობისა და დახმარებისთვის მოსწავლეთა მშობლებს და სკოლის პედაგოგებს. მრავალ წარმატებულ, ბარაქიან, სიკეთით სავსე შემოდგომას გისურვებთ ყველას!
საყვარელო შემოდგომავ, მადლობააა!",- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება