სიახლეები
სკოლები

ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს საინტერესო აქცია-კამპანია მიუძღვნა 
20-11-2023
-
+


დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობისა და სამოქალაქო კლუბის „ჰიერონე“ ინიციატივით, სკოლებს შორის თანამშრომლობითი აქცია-კამპანია გაიმართა.

აღნიშნული აქტივობა ​სამოქალაქო განათლების პროგარმის ფარგლებში განხორციელდა.

როგორც გვიყვებიან, ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, როგორც ლიდერი, ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლა თანამშრომლობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის 6 საჯარო სკოლასთან: ალისუბნის N 1, ახალთერჯოლის, ქვედა სიმონეთის N 1, ჭოგნარის, ბარდუბნისა და ეწრის საჯარო სკოლებთან.

ისინი ერთად საინტერესო ღონისძიებებში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ერთად აღნიშნეს.

შეხვედრის მიზანი, რომელიც ზედა სიმონეთში, დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმში გაიმართა, მოსწავლეებში ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, განსხვავებული აზრისა და კულტურის მიღება იყო.

აღნიშნულ დღეს სკოლებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს, უყურეს ფილმს ტოლერანტობაზე და გამართეს მინი დისკუსია. ბოლო კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„სკოლების შეხვედრა უდაოდ იყო ტოლერანტობის გამოხატულება, რომელიც დიდხანს გაჰყვება თითოეულს მეგზურად. მოსწავლეებმა წარმოდგენილი ინფორმაციით დაამტკიცეს, რომ თავისუფლება მრავალფეროვნებაშია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლა გულთბილი მასპინძლობისთვის მუზეუმის დირექტორს - ლალი ღვინეფაძესა და თანამშრომლებს მადლობას უხდის.

აქციის ორგანიზატორი, სამოქალაქო კლუბის დამაარსებელი და სკოლებს შორის თანამშრომლობის ინიციატორი პედაგოგი ანა რიჟამაძე გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება