სიახლეები
სკოლები

ჭივჭავის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს თემატური აქტივობები მიეძღვნა 
20-11-2023
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამასთან დაკავშირებით IV კლასში კლასის საათი - „რას ნიშნავს ვიყო ტოლერანტი?" ჩატარდა. მოსწავლეებმა კლასის საათის მიმდინარეობისას წინასწარმოძიებული ინფორმაცია, პოსტერები და პრეზენტაცია წარადგინეს. გარდა ამისა, მათ გაკვეთილის მსვლელობისას, ტოლერანტობაზე საკუთარი შეხედულებები ჩამოაყალიბეს და ტოლერანტობისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება სათითაოდ განიხილეს.

მოსწავლეებმა ასევე უყურეს სხვადასხვა მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს, ვიდეორგოლს სახელწოდებით - „ილია და ვაჟა ტოლერანტობასა და თანასწორობაზე“. 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება.

მოსწავლეები დიდი ყურადღებით უსმენდნენ ჩვენი კლასიკოსი მწერლების შემოქმედებიდან ტოლერნტობის სანიმუშო მაგალითებს, რაც მათ დაეხმარა საკითხის არსის უკეთ გაგებაში. მოსწავლეთა აზრით, ორივე - ილიაცა და ვაჟაც რელიგიურ, ეთნიკურ და იდეოლოგიურ მრავალფეროვნებას ამ საზოგადოების ბუნებრივ, ჯანსაღ შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს და მოსწავლეთა თქმით, კარგს ვიზამთ, თუ ჩვენც გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის უდიდესი პატრიოტების რჩევა-დარიგებას. როგორც დიდი ილია იტყოდა, „კაცს რა რჯულიც ჰსურს იმ რჯულზე იყოს; მხოლოდ კარგი, პატიოსანი კაცი იყოს, მშრომელი და თავისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო. თვითონ ჩვენი მაღალის და უზენაესის მოძღვრის იესო ქრისტეს სიტყვაა, რომ რჯული არ შეიქმს კაცს, არამედ საქმეო“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება