სიახლეები
სკოლები

„სიძულვილის ენიდან ძალადობამდე“ - შორაპნის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
20-11-2023
-
+


ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო ღონისძიებები და პროექტები ტარდება. 

ამჯერად, სკოლაში, ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით, სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - ფიქრია ხუჯაძემ X  და X კლასებში პროექტი „სიძულვილის ენიდან ძალადობამდე“ დაგეგმა და განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა სასკოლო თემში, რათა გაერკვიათ რა დონეზე ფლობდნენ ინფორმაციას ძალადობის სახეების, ფორმების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. შედეგების გაანალიზების შემდეგ მათ გადაწყვიტეს დაეგეგმათ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები.

„მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის შესახებ, დაამუშავეს საკითხები, მოამზადეს პრეზენტაცია და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ესაუბრნენ თანატოლებს, რომლებსაც აუხსნეს რატომ არ უნდა გავჩუმდეთ თუ ვხედავთ ან ვგრძნობთ ძალადობას. რატომ არ უნდა დავტოვოთ ჩაგრული არავითარ შემთხვევაში მარტო დესპოტის პირისპირ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვებმა ასევე მოამზადეს კედლის გაზეთები, რომლებიც სკოლის დერეფანში, თვალსაჩინო ადგილზე გამოიკრა. მოსწავლეებს კი საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ.

„მოძიებული ინფორმაციის შედეგად მე-10 კლასის მოსწავლეები თანატოლებს ასწავლიან, როგორ დაიცვან თავი ძალადობისგან, ვის მიმართონ დახმარებისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

განსაკუთრებით აქტიურობით, როგორც სკოლაში ამბობენ, გამოირჩეოდნენ მოსწავლეები: ნინო კვინიკაძე, ნატო ნიკაჭაძე, სანდრო ბებიაშვილი, ნინო მაღლაკელიძე, მარიამ მუმლაძე, თაკო ბებიაშვილი, ტარიელ გურგენიძე.

„დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არასოდეს იქნებიან მოძალადეები და შეძლებენ თავის ირგვლივ ძალადობის აღკვეთას“, - გვეუბნებიან სკოლაში.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება