სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ინტერაქტიული გაკვეთილით დაგვირგვინდა 
20-11-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლაში, რამდენიმე დღე ხორციელდებოდა ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები.

კვირეული, 16 ნოემბერს, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ფიქრია გიორხელიძისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამო გრიგოლიას ერთობლივად ორგანიზებულმა ინტერაქტიულმა გაკვეთილმა დაასრულა, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც სამოქალაქო განათლების კლუბი „ერთობას“ წევრები, ასევე დაინტერესებული მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა მოამზადეს მსოფლიო ადამიანების შესახებ პრეზენტაციები, შექმნეს საინფორმაციო პოსტერები, დაამზადეს ბუკლეტები და გაავრცელეს სკოლაში.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ზნეობრივ სოლიდარობას, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც თანამედროვე მსოფლიოში არის ომის კერები. მათ იციან, რომ განათლება შეუწყნარებლობის თავიდან აცილების ყველაზე ქმედითი საშუალებაა. ტოლერანტობის სულისკვეთებით ადამიანებისთვის განათლების მიწოდება უპირველეს ყოვლისა გულისხმობს მათთვის იმის სწავლებას, თუ რას წარმოადგენს მათი საერთო უფლებები და თავისუფლებები, რასაც ისახავდა კიდეც მიზნად დღევანდელი გაკვეთილი.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება