სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებების პრეზენტაციები მოეწყო
20-11-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესსა და საინტერესო კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში კომპლექსური დავალებების პრეზენტაციები გაიმართა, სკოლა კი რამდენიმე მათგანს, გვიზიარებს. 

მე-7 კლასში, მოქალაქეობის გაკვეთილზე ჩატარდა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია თემაზე - „უფლებები და მოვალეობები“. კომპლექსური დავალების ფარგლებში, მოსწავლეებმა შეისწავლეს ბავშვის უფლებები, გაეცნენ „ბავშვის უფლებათა კონვენციას“.  გაიაზრეს და გაითავისეს, რომ თითოეულ უფლებას თან სდევს მოვალეობა. ცოდნის შეჯამებისას შეასრულეს კომპლექსური დავალება. მოამზადეს პრეზენტაცია, რომელშიც თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა მის მიერ „ბავშვის უფლებათა კონვენციიდან“ არჩეული ხუთი უფლება და მისი შესაბამისი მოვალეობა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოცემული დავალებით, მოსწავლეებმა, გაიღრმავეს ცოდნა და კიდევ ერთხელ შეახსენეს საკუთარ თავსა და ერთმანეთს, არა მარტო უფლებები, არამედ მოვალეობები.

მოქალაქეობის მასწავლებელი მარინა თუთბერიძე, გახლავთ. 

მე- 6 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ჩატარდა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია, თემაზე - „ჩემი უბანი“ (არჩილ სულაკაური „ბიჭი და ძაღლი“) . კომპლექსური დავალების ფარგლებში, მოსწავლეებმა შეისწავლეს თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი, კერძოდ, რიყე.

ბავშვებს, თავიანთ თხზულებაში უნდა აღეწერათ ქალაქის ან სოფლის ერთი უბანი, თუ როგორი გზებია ამ უბანში, როგორი სახლებია და როგორი ეზოები. მოსწავლეებმა დახატეს და აღწერეს თავიანთი უბნები, ზოგმა- ქალაქის და ზოგმაც- სოფლის. პრეზენტაციის დროს ბავშვებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ასეთი დავალების შესრულებისას მოსწავლეები ეჩვევიან საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას, აუდიტორიის წინაშე თავისუფლად მეტყველებას და იძენენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც სჭირდება პრეზენტაციასა და ნაშრომის შექმნას. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ფატი თუთბერიძე, გახლავთ. 

საინტერესო და მრავალფეროვანი კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გაიმართა მე-3 კლასელების გაკვეთილზეც. თემა - „ცხოვრების ციკლი“, გახლდათ. აღსანიშნავია, რომ აქცენტი გაკეთდა კომპიუტერული ტექნოლოგიების სასიცოცხლო ციკლის გააზრებაზე. მოსწავლეებმა განიხილეს ტექნოლოგიების სწრაფი ზრდა და განვითარების გზაზე განვლილი სხვადასხვა ეტაპი. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მთავარი იდეა იყო კოდირების ძირითადი შესავალი!

მოსწავლეებმა, შექმნეს მარტივი პროგრამები იმის გასაგებად, თუ როგორ უწყობს ხელს ბრძანებები კომპიუტერის ფუნქციონირებას. მათ გამოიკვლიეს, თუ როგორ ადაპტირდება ტექნოლოგია საზოგადოების ცვალებად საჭიროებებთან.

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, მოსწავლეებისთვის გაკვეთილი ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

„ენთუზიაზმი და ცნობისმოყვარეობა, რომელიც მესამეკლასელებმა გამოიჩინეს, მართლაც გასაოცარი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გაკვეთილმა ადრეული ინტერესი გამოიწვია კომპიუტერული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართ“, - აღნიშნავს კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ქრისტინა ქუთათელაძე. 

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება