სიახლეები
სკოლები

ძირკვაძეების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საინტერესო აქტივობებით დაიწყეს 
20-11-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

სკოლის პედაგოგმა - ნაირა ხალვაშმა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ეს დღე პატარებისათვის სამახსოვრო და საზეიმო ყოფილიყო.      

მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად, შეაჯამა წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი მასალა.

„მათ ანბანს „უმასპინძლეს“ - პირველკლასელებმა ამაყად და დიდი ინტერესით შეაბიჯეს ქართული დამწერლობის ჯადოსნურ სამყაროში“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვები დიდი ინტერესით, ყურადღებით აკვირდებოდნენ პირველ ასო-ბგერებს და თავადაც ცდილობდნენ მათ მოხაზვას. პედაგოგთან ერთად მოსწავლეებმა ასევე „დედაენის“ ავტორის - იაკობ გოგებაშვილის შესახებ ისაუბრეს და მისი ღვაწლი აღნიშნეს.

„წარმატებებს ვუსურვებთ პატარებს და მათ პედაგოგს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება