სიახლეები
სკოლები

კოსტიუმირებული ღონისძიება და შთამბეჭდავი მუსიკალური ნომრები მოლითის საჯარო სკოლაში
20-11-2023
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კოსტიუმირებული ღონისძიება მოაწყვეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

მოსწავლეებმა, დამრიგებლებთან ერთად, სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი წარმოდგენებით გაჯერებული სანახაობა შესთავაზეს.

ბავშვებმა დიდი მონდომებით შეასრულეს ხალხური სიმღერები, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და მე-9 - მე -10 კლასების მოსწავლეებმა, საშემოდგომო თემატიკას საინტერესო მიზანსცენაც მიუძღვნეს, რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

მე-6 კლასის მოსწავლეებმა კი, შემოდგომას უცხო ენაზე მიუძღვნეს ლექსები და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. 

ემოციებით დატვირთული დღე, მრავალფეროვანი დეკორაციებით გაფორმებული სასკოლო სივრცე, საინტერესო კოსტიუმებში გამოწყობილი მოსწავლეები და ბავშვების ნიჭიერებით აღფრთოვანებული პედაგოგები - ასეთი იყო საშემოდგომო ღონისძიება მოლითის საჯარო სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება