სიახლეები
სიახლეები

ტესტური დავალებები 2024 წლის ეროვნულ გამოცდებზე - ყველა საგანი
20-11-2023
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით სიახლეები გამოაქვეყნა.ცნობილი გახდა, თითოულ საგამოცდო საგნის ტესტი, დავალებების მაქსიმალური ქულები, მინიმალური ბარიერი და საგამოცდო დრო. 

საგამოცდო სიახლეებთან დაკავშირებით „ნაეკი“ აბიტურიენტებს 22 ნოემბერს შეხვდება - როგორ უნდა მოიქცნენ დასწრების მსურველები

2024 წლის საგამოცდო პროგრამები 12 საგანში

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი

2024 წლის საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება შემდეგი ტიპის დავალებები:
1. ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური ქულა – 16); 
2. წაკითხულის გააზრების შესამოწმებელი 10 არჩევითპასუხებიანი დავალება (მაქსიმალური ქულა – 10);
3. წერითი დავალება (მაქსიმალური ქულა – 34). 
ტესტის მაქსიმალური ქულაა  60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 3 საათი. 
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.  
 
მათემატიკის ტესტი 
მათემატიკის საგამოცდო ტესტი შედგენილი იქნება 41 დავალებისგან, რომელთაგან 37 იქნება არჩევითპასუხებიანი დავალება, 4 კი - ღია, წერითი დავალება.
ღია დავალებებიდან 2 იქნება სამქულიანი, ხოლო 2 - ოთხქულიანი. შესაბამისად, ღია დავალებების მაქსიმალური ჯამური ქულა იქნება 14.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი - 3 საათი.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.
 
ისტორიის ტესტი 

საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება შემდეგი დავალებები:
  • 35 დახურული ტიპის დავალება;
  • ისტორიული რუკის ანალიზი (დახურული ტიპის შეკითხვებით);
  • ისტორიული მოვლენის (ან პიროვნების/ისტორიული დოკუმენტის და სხვ.) ანალიზი და შეფასება;
  • ისტორიული წყაროს ანალიზი.
 
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი -  2 საათი და 40 წუთი. 
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.  
 
უცხოური ენების ტესტები

უცხოური ენების ტესტებში მოცემული იქნება:
6 დახურული დავალება: 
  • მოსმენილის გააზრება;
  • წაკითხულის გააზრება;
  • ლექსიკა;
  • გრამატიკა;
  • დიალოგის აგება
და
1 ღია დავალება
  • წერა (თხზულება), რომლის პირობაც ჩამოყალიბებული იქნება ქვემოთ მოცემული ნიმუშის მსგავსად: 
„დღეს ბევრი ადამიანი გადადის სოფელში საცხოვრებლად“. 
გამოხატეთ თქვენი აზრი დასმულ საკითხთან დაკავშირებით და გაამყარეთ არგუმენტებით. 
დავალების პირობაში არ იქნება მოთხოვნა - დაეთანხმეთ ან უარყავით.  
 
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი -  2 საათი და 30 წუთი. 
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.  
 
სამოქალაქო განათლების ტესტი

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სამოქალაქო განათლების ტესტში მოცემული იქნება შემდეგი დავალებები:
 
  • არჩევითპასუხებიანი დავალებები  (მაქსიმალური ქულა - 24); 
  • შესაბამისობის დადგენა  (მაქსიმალური ქულა -2);
  • შეცდომის გასწორება (მაქსიმალური ქულა -11); 
  • სასკოლო პროექტი (მაქსიმალური ქულა - 4);
  • ილუსტრაციის ანალიზი (მაქსიმალური ქულა - 4);
  • არგუმენტირებული მსჯელობა (მაქსიმალური ქულა - 4);
  • წყაროს ანალიზი (მაქსიმალური ქულა -11).
 
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სამოქალაქო განათლების ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა -  3 საათი და 10 წუთი.   
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.  
 
ქიმიის ტესტი 

ქიმიის ტესტში მოცემული იქნება შემდეგი ტიპის დავალებები:
30 დახურული (არჩევითპასუხებიანი) დავალება;10 ღია დავალება, რომლებშიც გამოსაცდელს მოეთხოვება:
• ქიმიური ნაერთების დასახელება ფორმულების მიხედვით და, პირიქით, სახელწოდების მიხედვით ნივთიერების ფორმულის შედგენა;
• სხვადასხვა მოცემულობის მიხედვით, ქიმიური რეაქციების ტოლობების შედგენა და მათი გათანაბრება;
• ქიმიაში საჭირო გამოთვლების შესრულება და ა. შ.
გამოცდაზე აბიტურიენტები შეძლებენ ისარგებლონ დამხმარე მასალით - ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემით, მარილების, მჟავებისა და ფუძეების ხსნადობის ცხრილითა და მეტალთა ძაბვის ელექტროქიმიური მწკრივით, რომლებიც გამოცდის დაწყებამდე დაურიგდებათ.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა - 3 საათი. 
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
 
ფიზიკის ტესტი  
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფიზიკის ტესტში იქნება შემდეგი დავალებები:
  • დახურული ტიპის - 35 ერთქულიან დავალებათა ბლოკი; 
  • შესაბამისობის ტიპის - 2 ხუთქულიანი დავალება;
  • ღია ტიპის - 4 მრავალქულიანი დავალება. ამ დავალებათა ჯამური  ქულა 18-ის ტოლი იქნება. 
 
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფიზიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63,  საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი -  3 საათი. 
აბიტურიენტს კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს, ანუ 16 ქულას ან მეტს. 
 
ბიოლოგიის ტესტი
ბიოლოგიის ტესტი შედგება 40 დახურული ტიპის დავალებისა და 30 ღია დავალებისაგან. ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი - 2 საათი და 30 წუთი. 
აბიტურიენტს გამოცდაზე მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საპროგრამო მასალის ცოდნა და მისი გამოყენება კონკრეტული მიზნით, ასევე დასმულ შეკითხვაზე პასუხის ლოგიკურად, თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად ჩამოყალიბება.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.  
 
 
გეოგრაფიის ტესტი  

გეოგრაფიის ტესტში იქნება:
  • დახურული ტიპის - 29 ერთქულიან დავალებათა ბლოკი (მათ შორის ტოპოგრაფიული რუკის ანალიზი);
  • ღია ტიპის - 7  მრავალქულიან დავალებათა ბლოკი (ამ დავალებებში ზოგიერთი კითხვა იქნება დახურული), რომელიც  სხვადასხვა ფორმატში (ტექსტი, სტატისტიკური ინფორმაცია, დიაგრამა, გრაფიკი, ილუსტრაცია, ინფოგრაფიკი, სხვადასხვა ტიპის რუკა) მოცემული გეოგრაფიული ინფორმაციის ანალიზს მოითხოვს.  
 
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გეოგრაფიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 59, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი -  2 საათი და 40 წუთი. აბიტურიენტებს გამოცდაზე დაურიგდებათ A3 ფორმატის საქართველოსა და მსოფლიოს ფიზიკური რუკა. 
აბიტურიენტს კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.  
 
ზოგადი უნარების ტესტი
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ტესტში მოცემული იქნება: 
ვერბალურ ნაწილში - 40 დახურული ტიპის დავალება.
მათემატიკურ ნაწილში - 40 დახურული ტიპის დავალება.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 80, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა: ვერბალური ნაწილისა - 1 საათი 35 წუთი, მათემატიკური ნაწილისა - 1 საათი და 35 წუთი.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 30%-ზე მეტს.
 
ლიტერატურის ტესტი

საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება:
20 არჩევითპასუხებიანი დავალება (მაქსიმალური ქულა – 20);
5 ღია ტიპის დავალება (მაქსიმალური ქულა – 20);
მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური ქულა – 30).
 
ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 4 საათი. 
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.  
 
ხელოვნების ტესტი 
 
ხელოვნების ტესტში მოცემული იქნება:
  • დახურული ტიპის დავალებათა 3 ბლოკი - სულ 22 დავალება;
  • 8 ღია დავალება (წინადადებაში გამოტოვებული ტერმინის ჩაწერა); 
  • 8 დავალება, რომლებშიც ფასდება მცდარია თუ ჭეშმარიტი მოცემული დებულება;
  • შესაბამისობის დავალება (არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების საშუალებებისა და ხერხების ამოცნობა);
  • 3 ღია დავალება, რომლებიც ითვალისწინებს წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშების თავისებურებათა შესაბამისობის ჩვენებას მათი შექმნის ისტორიულ ეპოქასა და კონკრეტულ სტილთან, ასევე ერთი შემოქმედის სტილურ ევოლუციას;
  • 4 პუნქტის მიხედვით შესასრულებელი ღია დავალება - ხელოვნების ნიმუშების შედარებითი ანალიზი.
 
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ხელოვნების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი -  3 საათი. 

აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.  

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება