სიახლეები
სკოლები

თბილისის N118 საჯარო სკოლის წიგნის მოყვარული მოსწავლეები
21-11-2023
-
+


თბილისის N118 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და პროექტში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, მოსწავლეები წიგნის დღეებთან დაკავშირებით გამართულ საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

თბილისში, ექსპო-ჯორჯიაში, 10-12 ნოემბერს, თბილისის წიგნის დღეები გაიმართა, რომელშიც სკოლის მე-72 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ხათუნა თაყაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მოსწავლეები წინასწარ გაეცნენ გამომცემლობების წარმოდგენილ კატალოგებს

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, წლევანდელი წიგნის დღეებზე წარდგენილი იყო მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამა, შემეცნებითი ღონისძიებები.

„აღნიშნულ ღონისძიებაზე გავეცანით ახალ საბავშვო გამოცემებს, დავესწარით საინტერესო პრეზენტაციას, ვმონაწილეობდით ვიქტორინაში, შევხვდით ზღაპრის გმირებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობებში ბავშვები დიდი ხალისით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის კითხვის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება