სიახლეები
სკოლები

„მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია“ - ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო ღონისძიებას ესტუმრნენ
21-11-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში ხორციელდება საინტერესო პროექტი - „მე არც წარსულის არც მომავლის არ მეშინია“.

პროექტს, სკოლის კლუბი „აქტიური მოქალაქეები“, საზოგადოებრივი მეცნიერების და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრების ფასილიტატორობით ახორციელებს. 

ამჯერად, დიდი საზოგადო მოღვაწის, გალაკტიონ ტაპიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით,  კლუბის წევრები სტუმრად იმყოფებოდნენ სოფელ ჭყვიშში პოეტის 132-ე წლთავთან დაკავშირებით გამართულ საიუბილეო საღამოზე.

მოსწავლეებმა გაიხსენეს „მეოცნებე გალაკტიონი“, დიდი პოეტის ღვაწლი და მისი ფასდაუდებელი შემოქმედება, ასევე მის ბიოგრაფიაზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში.

მამის მხრიდან პოეტის წინაპრები მღვდელმსახურები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი მე-17 საუკუნეში ანა დედოფალს მიუწვევია თავისი წიგნთსაცავის მოსაწესრიგებლად. ეს კაცი - სვიმონ ტაბიძე დიდად წიგნიერი ყოფილა, შესანიშნავად სცოდნია ბერნული და არაბული ენები.

ჭყვიშში ტაბიძეები 1804 წლიდან დასახლებულან. სოლომონ II-ის მიერ გამოცემული „წყალობათა წიგნით“ ირკვევა, რომ ვანში ისინი ხონიდან გადასახლებულან.

პოეტის მამა, ვასილ ტაბიძე, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ყოფილა. იგი 1891 წელს, გალაკტიონის დაბადებამდე რვა თვით ადრე, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა.

მოსწავლეებმა მისი მრავალფეროვანი შემოქმედებიდან, ერთ-ერთი ლექსიც - „ცხოვრება ჩემი“, გაიხსენეს. 

„ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია,
იგი ელვარებს, საბოლოოდ დაშრება ვიდრე,
მასში დიდება პოეტისა მე დავიმკვიდრე,
რომლის გარეშე – უკვდავებაც არაფერია.
თეთრი დღეების ისევ ისე მიჰყვება დასი,
მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია.“

დღე ემოციებით დატვირთული, საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რა კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა ჰქონდეთ მსურველებს  

გთავაზობთ მასწავლებლის გამოცდის შედეგებს უცხოური ენებში (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იტალიური)

მასწავლებელთა გამოცდის ტესტები და შეფასების სქემები - 2024

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება