„სიკეთის მარცვალი“- საინტერესო კლასის საათი შავღელეს საჯარო სკოლაში
21-11-2023
დაკოპირებულია
-
+
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად კი, სკოლაში კლასის საათი - „სიკეთის მარცვალი“ ჩატარდა. მოსწავლეებმა დამრიგებელ ზაირა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, სიკეთეზე, მის მნიშვნელობასა და ეფექტზე ისაუბრეს.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური პოსტერიც დაამზადეს, მათ აზრი გამოთქვეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.