სიახლეები
სკოლები

„ბოშები“- ბათუმის N22 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების ფრაგმენტები „გააცოცხლეს“
21-11-2023
-
+


ბათუმის N22 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა და პროექტში მონაწილეობენ. 

ამჯერად, სკოლაში პედაგოგმა, ნესტან დიასამიძემ სპექტაკლი „ბოშები“დადგა. მასში მე-8 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ, რომლებმაც დიდი ინტერესი და მონდომება გამოავლინეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და სამახსოვრო კადრები გადაიღეს. მერვეკლასელებმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების პერსონაჟები „გააცოცხლეს“.

სპექტაკლს სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ყველამ დადებითად შეაფასა.

„წავიდნენ ჩემი შავტუხა, ხალისიანი, მოჩხუბარი, მჭედელი, მოცეკვავე, მარჩიელი და ქურდბაცაცა ბოშები. წავიდნენ უკანმოუხედავად, თან წაიღეს ჩვენი სოფლის ერთი ციცქნა დოვლათი, სამაგიეროდ, ლაშის ღელის ჭალაში იმედის ისეთი კოცონი დაგვიტოვეს, დღესაც მანთია გულში“,- ღონისძიებას ნოდარ დუმბაძის სიტყვები გასდევდა.  

„მოასამზადებლად არც თუ ისე დიდი დრო გვქონდა, სულ რაღაც ათ დღეში მოვახერხეთ ამის დადგმა. მსგავსი აქტიობა მოსწავლეებში ამაღლებს ინტერესა და მოტივაცია, მადლობა ჩემს ნიჭიერ და დაუზარელ მოსწავლეებს!
„იმედი“ ეს ჯადუსნური ძალაა, რომელიც გვმატებს სიცოცხლის ხალისს..
დაე, იმედი არ მოგვიშალოს უფალმა..
მადლობა ჩემს უნიჭიერს მე-8კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც ასე ლამაზად გააცოცხლეს უკვდავი ნაწარმოების უძვირფასესი ფრაგმენტები“- წერს პედაგოგი ნესტან დიასამიძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

განათლების სამინისტრომ 6 თვეში facebook-ის გვერდზე რეკლამების განთავსებისთვის 35 ათას ლარზე მეტი დახარჯა
პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება