მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები ხორციელდება, რომლის ფარგლებში მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა საინტერესო ადგილებს სტუმრობენ.
ამჯერად, სკოლაში, პედაგოგი ლალი სებისკვერაძე, „მსოფლიო კულტურის“ მასწავლებელი პროექტს - „ჩვენი სოფელი“ ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ლაშის ვანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, წირვა-ლოცვას დაესწრნენ, შეხვდნენ მოძღვარს - მამა თომა ლაცაბიძეს, რომელიც ბავშვებს ქრისტიანობისა და სოფლის ეკლესიის ისტორიის შესახებ ესაუბრა.
„მადლობა მამა თომასა და ჩვენი სკოლის დირექტორს - ნათელა აბესაძეს ამ ლამაზი და შემეცნებითი დღისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ