სიახლეები
სკოლები

ჯანსაღი კვების მასტერკლასი​ შილდის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 
21-11-2023
-
+


ჯანსაღი კვების სწავლებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კვების სწორი ჩვევების ჩამოყალიბებაში. ამ მიზნით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება ტარდება, რომელთა მიზანიც ბავშვებისთვის სწორი კვებითი ჩვევების გამომუშავებაა.

სწორი კვებითი ჩვევების გამომუშავებისთვის კი მხოლოდ ჯანსაღი და მავნე პროდუქტების ცოდნა არ კმარა - თვლიან სკოლაში და აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, ჯანსაღი საკვები ამავდროულად გემრიელიც იყოს და თან მადისაღმძვრელად გამოიყურებოდეს.

„ბავშვების მიერ საკვების საკუთარი ხელით მომზადება მშვენიერი შესაძლებლობაა სახალისოდ და საინტერესოდ მივაწოდოთ მათ მეტი ინფორმაცია ჯანსაღი კვების შესახებ“, - გვეუბნებიან სკოლაში, სადაც ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩატარდა მე-7 კლასის დამრიგებლის - ირინა ბერიკიშვილსა და სკოლის ექიმის -ნათია ელოშვილის ერთობლივი პროექტი - ჯანსაღი კვების მასტერკლასი.

თავდაპირველად, მოსწავლეებმა მოისმინეს სკოლის ექიმის პრეზენტაცია, სადაც განიხილეს ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპები და ჯანსაღი კვების თეფში, შემდეგ კი გრემის მონასტერთან ახლოს, ულამაზეს დასასვენებელ კომპლექსში, პროფესიონალ შეფ-მზარეულთან ერთად წინსაფრები მოირგეს და საკუთარი ხელით მოამზადეს ჯანსაღი საუზმე, ბოლოს სასარგებლო ტკბილეულიც დააგემოვნეს.

„აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი საკვები, მით უფრო საკუთარი ხელით მომზადებული, საკმაოდ გემრიელი ყოფილა, ხოლო ერთად სახალისოდ გატარებული დრო და თავიანთი ნახელავის ერთმანეთისთვის გაზიარება-ლამაზი შთაბეჭდილება, რომელიც არასოდეს დაავიწყდებათ“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რა კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა ჰქონდეთ მსურველებს  

გთავაზობთ მასწავლებლის გამოცდის შედეგებს უცხოური ენებში (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იტალიური)

მასწავლებელთა გამოცდის ტესტები და შეფასების სქემები - 2024

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება