სიახლეები
სკოლები

გომის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტი და ახლოდან დანახული სხვადასხვა პროფესია
22-11-2023
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლებას ხშირად მიმართავენ, რადგან აღნიშნული სტრატეგიით მოსწავლეები არა მხოლოდ ცოდნას აგროვებენ, არამედ იმ საჭირო უნარ-ჩვევებს იძენენ, რაც თანამედროვე სამყაროში ძალზედ მნიშვნელოვანია. ამასთან, პროექტები მოსწავლეებისთვის სასარგებლოსთან ერთად, საინტერესო და სახალისოა. 

ამჯერად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ინგა ჩაჩუას ხელმძღვანელობით, წარმატებით განახორციელეს პროექტი - „პროექტი ჩემ თემში“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის  მიზანი იყო მოსწავლეების დახმარება მათ მიერ არჩეული პროფესიების სწორად დაგეგმვაში. 

მოსწავლეები შეხვდნენ თემში დასაქმებულ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. პრაქტიკაში ნანახმა მუშაობის პროცესმა მეტი შესაძლებლობა მისცა მათ გამოეკვლიათ ის სირთულეები, რაც დაკავშირებულია პროფესიის სწორად არჩევასთან. ბავშვებს კონკრეტული პროფესიის ადამიანები უხსნიდნენ და პრაქტიკულად აჩვენებდნენ მათთვის საინტერესო დეტალებსა და პროცედურებს.  

„თითოეული სტრუქტურის მხრიდან მიღება იყო გულთბილი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ბავშვებს, შესაძლებლობის ფარგლებში, უხსნიდნენ თუ რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული მათ მიერ არჩეული პროფესიები და ამასთან, რა უნარ-ჩვევები არის საჭირო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ საქმის ერთგულ წარმატებულ პროფესიონალებად“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენს, რომ მიზანი, რაც პროექტის დასაწყისში  იყო დასახული გავიდა შედეგზე.

„მოსწავლეებმა გამოიკვლიეს მათ მიერ არჩეული პროფესიები და გააანალიზეს თუ რამდენად სწორად აქვთ არჩეული სამომავლო გზა. არჩეულმა სტრატეგიებმა დადებითი გავლენა იქონია პროექტის სასურველ შედეგზე. მოსწავლეები  მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი და მოტივირებულნი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რა კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა ჰქონდეთ მსურველებს  

გთავაზობთ მასწავლებლის გამოცდის შედეგებს უცხოური ენებში (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იტალიური)

მასწავლებელთა გამოცდის ტესტები და შეფასების სქემები - 2024

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება