სიახლეები
სკოლები

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრმა საჩინოს თემის N1 სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი დააჯილდოვა
22-11-2023
-
+


ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა - გიორგი ფიფიამ ამჯერად, მომავალი თაობების განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 65-წლიანი წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ამაგდარი პედაგოგი დააჯილდოვა. 

31 ოქტომბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში, საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული, ღვაწლმოსილი მასწავლებლის - ჯულიეტა კავარცელიას საიუბილეო საღამო გაიმართა. 

საქართველოს დამსახურებულ მასწავლებელსა და ყველასთვის საყვარელ პედაგოგს კულტურულ ღონისძიებაზე სკოლამ სპეციალური ჯილდო გადასცა.

მისმა, ყოფილმა მოსწავლეებმა პედაგოგს მიმართეს ამაღელვებელი სიტყვებით, გაიხსენეს მისი მოღვაწეობის წლები, იმღერეს ჯული მასწავლებელთან ერთად, წარმოადგინეს საცეკვაო ნომრები.

სკოლის ადმინისტრაციამ, ასევე, ყველა მასწავლებელს მიულოცა პროფესიული დღე და გადასცა ყვავილები და სიგელები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ფიფია და წალენჯიხის სოფელ ნაგურუს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ილია სარია.

ღონისძიების ბოლოს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმეს ლოცვა-კურთხევითა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობის აღსანიშნავად და ასევე, კულტურულ -საგანმანათლებლო პროექტებში თანამშრომლობისათვის, ჯულიეტა კავარცელიას მადლობის სიგელი და მოოქროვილი, სიმბოლური ვარსკვლავის ფორმის მედალი გადაეცა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რა კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა ჰქონდეთ მსურველებს  

გთავაზობთ მასწავლებლის გამოცდის შედეგებს უცხოური ენებში (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იტალიური)

მასწავლებელთა გამოცდის ტესტები და შეფასების სქემები - 2024

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება