მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული კვირეული გაიმართა.
იაკობ გოგებაშვილის 183-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელობით, პირველი-მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს.
მოსწავლეებმა ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის შესახებ საინტერესო ცნობები მოიძიეს, გაეცნენ მათთვის უცნობ ფაქტებს და მისი შემოქმედება კიდევ ერთხელ გააცოცხლეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კლასების პედაგოგები: ხათუნა მაკარაძე (კათედრის თავმჯდომარე), ნონა ფუტკარაძე, ნარგიზ გაბრუშიძე და თალიკო ვახტანგიძე.
კვირეული საინტერესო, პროდუქტიული და ინფორმაციული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
რა კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა ჰქონდეთ მსურველებს
გთავაზობთ მასწავლებლის გამოცდის შედეგებს უცხოური ენებში (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იტალიური)
შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს