მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასში შთამბეჭდავი, ზღაპრებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ.
სკოლაში მიზნად ისახავენ, სრულყოფილად განავითარონ მოსწავლეები და რომ მათ შეეძლოთ სიკეთისა და ბოროტების განსხვავება.
სწორედ ამ იდეით იყო განმსჭვალული ინგლისურის ენის მასწავლებელი ლაურა ვარდანიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა ღონისძიებას.
მოსწავლეებმა ზღაპრები ინგლისურად აღწერეს, წარმოადგინეს ნაწყვეტები და გაითამაშეს შთამბეჭდავი მიზანსცენები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა თავიანთი როლები დიდი ოსტატობით შეასრულეს.
დღე ემოციებით და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა.
„ბავშვებმა, ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურეს, სადაც ჩვენც ბავშვები ვიყავით და გვჯეროდა, რომ ჩვენი ოცნებები ერთ დღეს ახდებოდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
რა კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა ჰქონდეთ მსურველებს
გთავაზობთ მასწავლებლის გამოცდის შედეგებს უცხოური ენებში (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იტალიური)
შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს