სიახლეები
სკოლები

„ოქროს შემოდგომა“ - თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული შემაჯამებელი გაკვეთილი
22-11-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის დამრიგებელმა - მარინე პეტროსიანმა ხელოვნების შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე - „ოქროს შემოდგომა“ ჩაატარა.

მასწავლებლის მიზანი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეების შესაძლებლობებისა და შემოდგომის შესახებ მათი წარმოდგენების გაცნობა იყო.

მოსწავლეებმა დიდი ხალისითა და მონდომებით ისაუბრეს წელიწადის ამ დროის შესახებ, შემდეგ ფოთლებით ააწყვეს სიტყვები „ოქროს შემოდგომა“.

ბავშვებმა აღნიშნულ დღეს ასევე სხვადასხვა საინტერესო, თემატური ნახატები შექმნეს, დაწერეს შემოდგომაზე ლექსები და მასწავლებელთან ერთად კედლის გაზეთი გააკეთეს.

„მათ თავიანთი შემოქმედებით გააცოცხლეს სოფლის ცხოვრება და ცხოველების სამზადისი ზამთრისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

გაკვეთილი საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რა კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა ჰქონდეთ მსურველებს  

გთავაზობთ მასწავლებლის გამოცდის შედეგებს უცხოური ენებში (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იტალიური)

მასწავლებელთა გამოცდის ტესტები და შეფასების სქემები - 2024

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება