სიახლეები
სკოლები

ფერადი საშემოდგომო ღონისძიება უდაბნოს საჯარო სკოლაში
22-11-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში, „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და მოტივაციით ჩაერთნენ. 

ზეიმისთვის საგანგებოდ მოირთო სააქტო დარბაზი მრავალფეროვანი და თემატური დეკორაციებით, მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ.

ღონისძიებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და თეატრალური დადგმებიც გაითამაშეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ზეიმზე მიწვეულნი იყვნენ მშობლები. ღონისძიება კი, თათარაობით დაგვირგვინდა.

ბავშვებმა, დიდი ხალისითა და ინტერესით ამოავლეს ჩურჩხელები, ბოლოს კი გემრიელად მიირთვეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორი იყო მუსიკის მასწავლებელი ნათია საბაშვილი. დაწყებითი კლასების მოსწავლეებს შთამბეჭდავი ნომრები კი დამრიგებლებმა​​ - სოფო გიბიშვილმა, ნინელი ფარჯიანმა, ნათია ფიცხელაურმა და თამარ ავალიანმა მოამზადებინეს.

დეკორაციების შექმნაში თავისი წვლილი შეიტანა ხელოვნების მასწავლებელმა - ეკატერინე გუჯეჯიანმა.

სასაკოლო საზოგადოების ერთიანობით, მოტივივაციითა და მოსწავლეთა აქტიურობით, უდაბნოს საჯარო სკოლაში კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ღონისძიება გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რა კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა ჰქონდეთ მსურველებს  

გთავაზობთ მასწავლებლის გამოცდის შედეგებს უცხოური ენებში (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იტალიური)

მასწავლებელთა გამოცდის ტესტები და შეფასების სქემები - 2024

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება