სიახლეები
სკოლები

„ჰაერის დაბინძურება და მისი შედეგები გარემოზე“ - ზუგდიდის N5 სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა
22-11-2023
-
+


ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროექტი და აქტივობა ტარდება.

ამჯერად, სკოლაში, Let's talk about air-ის ფარგლებში, საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის თემა „ჰაერის დაბინძურება და მისი შედეგები გარემოზე“ იყო. მოსწავლეებმა ჰაერის დაბინძურების სახეებზე, მოსალოდნელ საფრთხეებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს თემაზე - „რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანის ჯანმრთელობას ჰაერის დაბინძურებამ და როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან მსგავსი საფრთხეები“ დისკუსია მოეწყო.

ბავშვები აღნიშნულ დღეს საჭირო ინფორმაციას გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს და გამოცდილება მიიღეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რა კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა ჰქონდეთ მსურველებს  

გთავაზობთ მასწავლებლის გამოცდის შედეგებს უცხოური ენებში (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იტალიური)

მასწავლებელთა გამოცდის ტესტები და შეფასების სქემები - 2024

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება