სიახლეები
სკოლები

გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული ვანის N2 საჯარო სკოლაში
22-11-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლაში,  ჩვეული მრავალფეროვნებით, გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი კვირეული მოეწყო. 

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სკოლაში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და პატივისცემით აღინიშნება დიდი საზოგადო მოღვაწის დაბადების დღე. არც წელს ყოფილა გამონაკლისი, კვირეული, მრავალფეროვანი აქტივობითა და ინიციატივებით იყო გაჯერებული. 

კვირეულის ფარგლებში, „ტაბიძე TV“-ის და მოსწავლეთა თვითმმართველობით ინიციატივით, ინგლისურ ენაზე მოეწყო კონკურსი - „ჩემი გალაკტიონი“. 

ასევე, ინგლისური ენის კლუბის მასწავლებლის - ეკა ბურკაძის ხელმძღვანელობით, დაიდგა ულამაზესი კომპოზიცია - „გალაკტიონი".

კვირეულს საინტერესო ინიციატივით - „ახსენი გალაკტიონის სტროფები“ დაწყებითების კათედრა შეუერთდა, ამავე კათედრის წამოწყებაა საინტერესო აქტივობა - „გამოხატე უსიტყვოდ გალაკტიონის ლექსი“. 

ქართულისა და ხელოვნების კათედრების ინტეგრირებით, მოეწყო აქტივობა - „ნახატად შექმნილი ლექსები“, რომელსაც პედაგოგები: ინული კიკვაძე და ნანი ხარძეიშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

ასევე, საინტერესო გახლდათ აქტივობა - „მიყვარს ყველაფერი ძველი, მიყვარს ყველაფერი სადა“ და „ტაბიძეTV“-ის ინტერვიუ  ცნობილ მსახიობ მაკა შალიკაშვილთან.

კვირეულის ფარგლებში გაიმართა ვიქტორინა - „ჩემი გალაკტიონი“, რომელსაც ქართული ენის კათედრა და პედაგოგი ინული კიკვაძე ედგა სათავეში. 

ბოლოს კი, კვირეული საინტერესო ინიციატივით - „მასწავლებელი კითხულობს გალაკტიონს“, დაგვირგვინდა, რომელსაც პედაგოგი ნათია დვალიშვილი და დაწყებითების კათედრა ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რა კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა ჰქონდეთ მსურველებს  

გთავაზობთ მასწავლებლის გამოცდის შედეგებს უცხოური ენებში (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იტალიური)

მასწავლებელთა გამოცდის ტესტები და შეფასების სქემები - 2024

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება