სიახლეები
სიახლეები

დამრიგებლის ფუნქციები ესგ-ში აღარ ჩაიწერება - ცვლილება
24-11-2023
-
+


ეროვნულ სასწავლო გეგმას, განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო. მათ შორისაა, საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება.

საათობრივი ბადე დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის ახალი ესგ-ს მიხედვით

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღარ აღიწერება საგნობრივი კათედრებისა და დამრიგებლის ფუნქციები:

„სკოლებს შეუძლიათ, თავად მიიღონ გადაწყვეტილება – რა ფუნქციებს შეასრულებენ სასკოლო საზოგადოების წევრები და როგორი იქნება სკოლის სტრუქტურა“.

ეროვნული სასწავლო გეგმა განახლდა - ყველა ცვლილება ცნობილია

თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საჯარო სკოლებში რჩება ვალდებულებად, თითოეულ კლასს ჰყავდეს დამრიგებელი:

„საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. მცირეკონტინგენტიან სკოლაში რეკომენდებულია, რომ ერთ დამრიგებელს ჰყავდეს არანაკლებ 10 მოსწავლისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სკოლაში მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა 10 მოსწავლეზე ნაკლებია. დაუშვებელია ერთი კლასის/კლას-კომპლექტის მოსწავლეებს ჰყავდეთ სხვადასხვა დამრიგებელი.

დამრიგებლის ფუნქცია-მოვალეობებს განსაზღვრავს თავად სკოლა“, - ნათქვამია განახლებულ დოკუმენტში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
„კავშირი, რომელიც ბუნებასთან, მცენარეებთან და მიწასთან გვაქვს, ჩვენი ჯანმრთელობისა და არსებობის განუყოფელი ნაწილია
 
თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი - „დედამიწა ჩვენი სახლია“

ოროჯალარის საჯარო სკოლაში ღონისძიება იმ ცნობლ სომეხ მწერლებს მიეძღვნა, ვინც 1915 წლის გენოციდს ემსხვერპლნენ

თბილისის N36 საჯარო სკოლაში გეოგრაფიის პედაგოგმა, ხატია ხეჩოშვილმა საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი ჩაატარა 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება