სიახლეები
სიახლეები

მოსწავლეების ტესტირება 27 ნოემბრიდან დაიწყება - მაქსიმალური ქულა და დრო ცნობილია
22-11-2023
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით  ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება დარეგისტრირებულ მოსწავლეებს დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლებათ. 
 
ყველა მოსწავლეს საშუალება ექნება შესაბამისი განრიგის მიხედვით, მისთვის სასურველ დროს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შევიდეს ვებგვერდზე: ol-test.naec.ge. პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ აირჩიოს საგანი და შეასრულოს ოლიმპიადისათვის განკუთვნილი დავალებები. 
 
მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერი. სასურველია ისარგებლოს ბრაუზერით Google Chrome ან Microsoft Edge.
ტესტირების დასაწყებად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ შემდეგი ბმული  https://ol-test.naec.ge . ბმულის გახსნის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაციის შესატანი ორი ველი: „პირადი ნომერი“ და „პაროლი“. მოსწავლე „პაროლის“ ველში წერს რეგისტრაციის დროს შექმნილ პაროლს, ეცნობა ინსტრუქციას, რის შემდეგაც ნიშნავს ღილაკს „გავეცანი“  და აჭერს ღილაკს - „შესვლა“.
 
ტესტირების გვერდზე - „ჩემი ტესტები“ - მოსწავლე დაინახავს საკუთარ სახელსა და გვარს და იმ საგნების ტესტების ჩამონათვალს, რომელშიც იღებს მონაწილეობას. თუ ეკრანზე სხვა სახელი და გვარი გამოჩნდა, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს პირადი ნომრის გადამოწმება.
 
თითოეულ შეკითხვას თან ახლავს რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომლის წინაც მოსანიშნი წრეებია. მოსწავლემ კურსორი უნდა მიიტანოს მის მიერ ამორჩეულ პასუხთან (წრესთან) და მონიშნოს იგი. წრეში გამუქდება წერტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხი უკვე მოინიშნა. 
 
თითოეული პასუხის არჩევის შემდეგ მოსწავლე აჭერს ღილაკს „დადასტურება“, რის შემდეგაც პროგრამა შესთავაზებს ახალ დავალებას (სავალდებულოა პასუხის მონიშვნა, ისე პროგრამა არ გაგიშვებთ მომდევნო დავალებაზე).
 
თითოეული საგნის ტესტისთვის განსაზღვრულია დრო. კომპიუტერის ეკრანზე გამოტანილია საათი, რომელიც აჩვენებს ტესტის დარჩენილ დროს. 
 
დავალებების ამოწურვის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება მოსწავლის მიერ მიღებული ქულა, რაც მიუთითებს ტესტირების დასრულებაზე.
 
ისეთი ტექნიკური პრობლემების დროს, როგორებიცაა ტესტირებისას კომპიუტერის ან ელექტროენერგიის გათიშვა და ინტერნეტთან კავშირის გაწყვეტა, პროცესი უნდა დაიწყოს თავიდან, კერძოდ, ბმულზე შესვლიდან პროგრამა ავტომატურად გააგრძელებს იმ დავალებიდან, რომლის დროსაც შეწყდა ტესტირება. ტესტირების შეწყვეტამდე შეკითხვებზე გაცემული პასუხები დამახსოვრებული იქნება.
 
გაითვალისწინეთ: ტესტირებისას არ დახუროთ გვერდი, რადგან პროგრამაში შესვლა მხოლოდ  სამჯერ არის დასაშვები!
 
იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე დარეგისტრირებულია ერთ დღეს დაგეგმილ რამდენიმე საგანზე, შესაძლებელია რამდენიმე საგნის (ორივე/სამივე საგნის) გავლა თანმიმდევრობით. 
 
თუ მონაწილის მიერ შეყვანილი ინფორმაცია სწორია და, მიუხედავად სწორად შეტანილი მონაცემებისა, ვერ ხერხდება ტესტირების დაწყება, მონაწილე უნდა  დაუკავშირდეს ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე:  2473333.  
 
მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელმაც დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი და ამასთან ერთად მოხვდა საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. საკუთარ ქულას მოსწავლე ეკრანზე ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს.
 
პროცედურის დადგენილი წესის ან სხვა რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ოლიმპიადის მონაწილე უფლებამოსილია საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9) შესაბამისი ტესტირების დასრულებიდან მეორე დღის 17:00 საათამდე. ცენტრთან დაკავშირება შესაძლებელია ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მეშვეობითაც. 
 
24 ნოემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურზე რეგისტრირებულ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ რეჟიმში  გაიარონ საცდელი ტესტირება. აპლიკანტს საშუალება ექნება ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშოს და წინასწარ გაეცნოს იმ ელექტრონულ პროგრამას, რომლითაც ჩატარდება ტესტირება. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ

400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

 შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს


სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნაძვის ხე უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ნარჩენისგან, სადაც ბავშვებს უნდა გამოევლინათ შემოქმედებითი უნარები 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება