სიახლეები
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორის ორგანიზებით, ლადო ასათიანის გარდაცვალებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა
24-11-2023
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, 20 ნოემბერს, ცაგერის კულტურის ცენტრში ლადო ასათიანის გარდაცვალებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ღონისძიებას - ლადო ასათიანი (ს) - გზა უკვდავებისკენ ლაიტმოტივად გასდევდა პოეტის სიტყვები -

„მე კარგად ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ,
საიდან მოველ, ან საით წავალ!...“

ღონისძიების ორგანიზატორი და წამყვანი გახლდათ ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი. 

როგორც დირექტორი გვიყვება, ამ დღის უმთავრესი მოვლენა იყო პრემიერა ახალი დოკუმენტური ფილმისა - „ლადო ასათიანი”, რომელიც შეიქმნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით, სტუდიაში - „სამთავროს ველი“. ფილმმა, მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე.

მთვარისა ახვლედიანი მადლობას უხდის ყველას, ვისაც ღონისძიების ჩატარებაში მიუძღვის წვლილი. 

„უდიდესი მადლობა ჩემი და ყველა ლეჩხუმელის სახელით ფილმის იდეის ავტორს მცხეთის წმინდა ნინოს სახელობის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარს იღუმენია ქეთევანს (კოპალიანი), სცენარის ავტორ ქალბატონ ნინო ხოფერიას, რეჟისორ ბატონ ზვიად მიქელაძეს.

მხატვარ ბატონ ილო პატაშურს, უპირველესად, ამ ძალზე საინტერესო და სუნთქვისშემკვრელი ფილმის შექმნისათვის, მერე კი - პრემიერის ლადოს (და ჩვენს) მშობლიურ ლეჩხუმში გამართვისათვის! 

უდიდესი მადლობა მათ ასევე იმ ნდობისა და პატივისთვის, რომელიც ღონისძიების ორგანიზებითა და საღამოს წამყვანობით დამეკისრა! 

დიდი მადლობა მცხეთის წმინდა ნინოს სახელობის სამთავროს დედათა მონასტრის დედებს, დედა მელანიას, რომელთა ჩართულობითა და თანადგომით შედგა ეს საღამო! 

განსაკუთრებული მადლობა თანამედროვეობის უთვალსაჩინოეს მხატვარს, ლადო გუდიაშვილის ღირსეულ შეგირდს, ილო პატაშურს ლადოს პორტრეტის შექმნისათვის, რომელიც საჩუქრად გადმოსცა პოეტის სახლ-მუზეუმს ბარდნალაში! 

უდიდესი მადლობა ცაგერის მერს, ბატონ ლევან ზალკალიანს, მოადგილეებს - ბატონ მამუკა ხიმშიაშვილსა და ბატონ რევაზ ახვლედიანს გულისხმიერებისა და განსაკუთრებული გვერდში დგომისთვის! 

ასევე, დიდი მადლობა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და მოადგილეებს! 

მადლობა ცაგერის კულტურის ცენტრს, დირექტორ ქალბატონ დარეჯან საღინაძეს მზაობისა და უანგარო მხარდაჭერისათვის!

მადლობა ჩვენს ქართული ცეკვის სახალხო ანსამბლ „ლ ე ჩ ხ უ მ ი ს“ ხელმძღვანელებს: მამა-შვილ ზურაბ, თემურ და ბესარიონ ჩანქსელიანებს ჩართულობისა და საუკეთესო ნომრების წარმოდგენისათვის! 

მადლობა ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მონდომებისა და ლამაზი მხატვრული ნომრების მომზადებისათვის!

მადლობა ნასპერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელ ლევან ხვადაგიანს, მის მშობელსა და პედაგოგებს იმ ემოციისათვის, რომელიც მოგვგვარა მისმა წაკითხულმა ლადოს უკვდავმა ლექსმა! 

მადლობა ცაგერისა და ქვედა ცაგერის სკოლების მოსწავლეებს, ჩვენს ხმატკბილ ბულბულებს: საბა მურცხვალაძესა და ანდრია ხაბულიანს, მათ პედაგოგებს: ქალბატონებს: იზა ხეცურიანსა დამაკა დავითულიანს! 

მადლობა წმინდა ილია მართლის სახელობის ცაგერის გიმნაზიის მოსწავლეებსა და პედაგოგებს: ქალბატონებს: რუსუდან ყურაშვილსა და ნათია მიქაძეს ღონისხიების ბოლოს იმ საოცრად ამაღლებული და ამაღელვებელი ნომრისათვის, რომელიც პატრიარქის მიერ შექმნილი სიმღერის უზადო შესრულებით შემოგვთავაზეს! 

მადლობა ყველა ჩამობრძანებულ სტუმარს, რომლებმაც დაგვიმშვენეს ეს საღამო და უდიდესი მადლიერებაც დაგვემშვიდობნენ! 

მადლობა ლეჩხუმელ მაყურებელს, რომლებმაც უდიდესი სიხარული და აღფრთოვანება გამოგვიხატეს!

ბოლოს ისევ მარადჭაბუკი ლადო და მისი ვაჟკაცური შეძახილი: „მჯერა, ამ დიად ბუნების კართან მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად!" 

 აკი, გარდაქმნა კიდეც!...

ამის დასტური იყო ეს დაუვიწყარი დღეც, პოეტის გარდაცვალებიდან, ანუ მარადიულობაში დაბადები დან, 80 წლისთავის საიუბილეო საღამო!“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი. 

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო და ასევე, ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდის ტესტები და შეფასების სქემები - 2024

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება