სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის ბიოლოგიის მოყვარული მოსწავლეები მიკრობიოლოგიის მეცნიერების მიღწევებს გაეცნენ
27-11-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში საბუნებისმეტყველო საგნების ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში აქტიურად მუშაობს ბიოლოგიის მოყვარულთა კლუბი, რომლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩართულნი. 

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის საბუნებისმეტყველო კათედრის ინიციატივით, გიმნაზიის ბიოლოგიის მოყვარულთა კლუბის წევრები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაციის ორგანიზებულ და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში - „მიკრობული სამყარო და ადამიანი“ მონაწილეობდნენ. 

პროექტის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მიკრობიოლოგიის მეცნიერების მიღწევებით და ამ მიმართულებით მათი ცოდნის გაღრმავება. თემატიკა მოიცავდა მიკრობიოლოგიის დარგის აქტუალურ საკითხებს: „მიკრობული და მოლეკულური არქეოლოგია”, „ანტიბიოტიკები; ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება”, „ადამიანის ურთიერთობა გარემოსთან და ბიოუსაფრთხოება”, „მცენარეთა კარანტინი - სურსათის უსაფრთხოების გარანტი” და „მიკროორგანიზმები“.

პროექტის - „მიკრობული სამყარო და ადამიანი“ მიზანია გაზარდოს სკოლის მოსწავლეების (VIII-XI კლასი) ინტერესი მეცნიერების მიმართ, აამაღლოს მათი ცოდნის დონე მიკრობიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დარგში. პროექტის თანადამფინასებელი ორგანიზაციაა ამერიკის მიკრობიოლოგთა საზოგადოება (ASM), რომელსაც საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის საზოგადოება (GAGAM) ახორციელებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

განათლების სამინისტრომ 6 თვეში facebook-ის გვერდზე რეკლამების განთავსებისთვის 35 ათას ლარზე მეტი დახარჯა
პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება