მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ისაუბრა და აბიტურიენტებს ურჩია, აუცილებლად დაესწრონ ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღია კარის დღეებს.
NAEC-ის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი ცვლილებებზე - „გადავწყვიტეთ, „ეს სიმახინჯე“ არ გაგრძელდეს“
მისივე თქმით, საგამოცდო პროგრამა კურიკულუმიდან ამოღებული თემებისგან შედგება.
„ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უკვე შეგიძლია ვისაუბროთ. პროგრამები უკვე დამტკიცებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. ეს პროგრამა რა არის, რომ გითხრათ - კურიკულიუმიდან აღებულია ის თემები, რომელიც იქნება ტესტში. შესაბამისად, კარგია თუ აბიტურიენტები გაეცნობიან იმ შინაარსობრივ ნაწილს რაც შევა ტესტებში. ასევე უნდა გაეცნონ ტესტის ფორმატს. რა დავალებები შედის - ღია, დახურული, როგორია ქულების გადანაწილება და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენს ვებგვერდზე დევს, თუმცა აბიტურიენტებს მაინც აქვთ ხოლმე კითხვები, სწორედ იმიტომ რომ უფრო ვრცლად და დეტალურად ვისაუბროთ მაინც ვმართავთ ღია კარის დღეებს. თბილისში ჩვენ უკვე ჩავატარეთ შეხვედრა და შემდგომ რეგიონებშიც გვექნება. მინდა ვუთხრა აბიტურიენტებს, როდესაც სკოლის ადმინისტრაცია აცნობებს ამის შესახებ, აუცილებლად შემოგვიერთდნენ და არ გამოტოვონ ეს შეხვედრა“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
ისტორიის გამოცდიდან ამოღებულია ილუსტრაცია და გაორმაგებულია დახურული კითხვები - კიდევ რომელ საგნებს შეეხო ცვლილება 2024 წლის ეროვნულებზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი