მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა. განახლებული კი დოკუმენტი საჯარო და კერძო სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს.
ცნობილია, რომ გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტები - საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალებები, რაზეც ოფიციალური სტრუქტურა დამატებით განმარტებას აკეთებს:
„ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით სკოლა უფლებამოსილია თავად განსაზღვროს თუ რა კომპონენტებით დაიანგარიშებს მოსწავლის წლიურ, თუ სემესტრულ ნიშანს.
სკოლას შეუძლია შეფასება გააგრძელოს ძველი, აქამდე არსებული მოდელით, ან საკუთარი საჭიროებისა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები.
შეფასების სისტემა ასახული უნდა იყოს სასკოლო სასწავლო გეგმაში.
მიმდინარე ცვლილებებზე სამინისტროს მხრიდან განხორციელდება შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებები - კონსულტაციები, შეხვედრები, განხილვები, ალტერნატიული მოდელების შეთავაზება და სხვ“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ მე-5, მე-6, მე-7 კლასების მოსწავლეები