სიახლეები
სკოლები

„რას ნიშნავს იყო ტოლერანტი?“ - საგანმანათლებლო კვირეულის შემაჯამებელი კონფერენცია წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში
27-11-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ასწავლიან არა მხოლოდ საგნებს, არამედ ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიან და შემწყნარებლობისა და კაცთმოყვარეობისკენ მოუწოდებენ. 

შესაბამისად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე სკოლაში, ყველა საფეხურზე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

მოეწყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით გაჯერებული კვირეული. კვირეულის ბოლოს კი გაიმართა შემაჯამებელი კონფერენცია - „რას ნიშნავს იყო ტოლერანტი“.

კონფერენციაზე სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს, რომლებიც ვიდეორგოლების სახით მოამზადეს. 

კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ -  ნინო კირთაძე (მე-12კლ.), თამაზ დუნდუა, ნია ქობულია, ილია გედენიძე, (მე-11 კლ.) ნინო ჯამბურიძე, ნიკა ტალიაშვილი, ლიზი დემჩენკო,  ლილე ჩხაბერიძე,( მე-10 კლ.) ანა ქაროსანიძე (მე-9 კლ.) და ლიზი ბენდელიანი ( მე-7 კლ.)

თემატური ნახატები შექმნეს ლიზი და ანანო ქომეთიანებმა, თამარ ბენიძემ, საბა ქანთარიამ, ლუკა უგრეხელიძემ (მე-8 კლ.) და სხვებმა.

კონფერენცია იყო ინტერაქტიული.

შემაჯამებელ ეტაპზე დამსწრე საზოგადოებას სახალისო აქტივობები შესთავაზა მე-11 კლასის მოსწავლე თამაზ დუნდუამ. მან პრაქტიკული მაგალითებით ჩაატარა მინი კვლევა, როგორ უნდა მოიქცეს სხვადასხვა სიტუაციაში ტოლერანტი ადამიანი.

ბოლოს კონფერენციის მონაწილეებმა ნინო ჯამბურიძის ნახატის საშუალებით, დედამიწის ირგვლივ, ფერადი ხელებით, ტოლერანტული გარემოს სიმბოლოები დახატეს.

კონფერენცია მოამზადა მოსწავლეთა თვითმმართველობამ (თავმჯდომარე თამაზ დუნდუა) სამოქალაქო კლუბმა - „მერმისი“, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ, მასწავლებლების - მაია ქობულიას, მარინა თუთბერიძის და იამზე ხაჭაპურის ხელმძღვანელობით. 

კონფერენცია შეაჯამა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა სკოლის დირექტორმა მაია ნუცუბიძე - ქობულიამ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

განათლების სამინისტრომ 6 თვეში facebook-ის გვერდზე რეკლამების განთავსებისთვის 35 ათას ლარზე მეტი დახარჯა
პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება