სიახლეები
სკოლები

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები მიუსაფარ დედათა და ბავშვთა სახლს ესტუმრნენ
27-11-2023
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები არამხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ. 

ამ მიზნით კი, არაერთი თემატური აქტივობა თუ პროექტი იმართება. ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ირინა მამულაძის ხელმძღვანელობით, მახინჯაურის მიუსაფარ დედათა და ბავშვთა სახლს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ბავშვებს საჩუქრები და ტკბილეული დაურიგეს. როგორც სკოლაში ამბობენ, შეხვედრა თბილ და სათნოებით სავსე გარემოში ჩატარდა. 

მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატრეს, ბენეფიციართა განწყობაზე იზრუნეს და დღე გაულამაზეს. 

„სიკეთე გადამდებია, აქციე სიკეთე ტრადიციად. ვაქციოთ სიკეთე სხვადასხვა კლასების კვირის აქტივობად, გამოვიწვიოთ მომდევნო კვირის აქტივისტები, დავაპუროთ უფრო მეტი შეჭირვებული ოჯახი.
ცხოვრების აზრი სიკეთის კეთებაშია, ისეთის სიკეთის, რომელსაც არ ითვლიან, რომლის სამაგიეროსაც არ ითხოვენ, იმ წმინდა სიკეთეში, რომელიც სამყაროს ალამაზებს და აძლიერებს. მეტი სიკეთე ვაკეთოთ ცხოვრებაში, რადგან ეს ყველაზე ტკბილი მოვალეობაა, რაც ყოველდღე შეიძლება დავუწესოთ საკუთარ თავს. არ უნდა გვჭირდებოდეს მიზეზი, რათა სხვებს დავეხმაროთ. სიკეთე აბედნიერებს როგორც სიკეთის მქმნელს, ასევე მის მიმღებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს სწორ ღირებულებებს ასწავლიან.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

განათლების სამინისტრომ 6 თვეში facebook-ის გვერდზე რეკლამების განთავსებისთვის 35 ათას ლარზე მეტი დახარჯა
პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება