სიახლეები
სკოლები

კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის ფეხბურთელ მოსწავლეთა გუნდი მუნიციპალიტეტის პირველობის გამარჯვებულია
27-11-2023
-
+


ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მიღწევებზეც აისახება. 

აჭარის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში 11-12 ნოემბერს ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში, სადაც 20 მონაწილე სკოლას შორის ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურმა ცენტრმა დაიკავა პირველი საპრიზო ადგილი და აჭარის პირველობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევა ახარებთ, მათი წამატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ჩვენმა ფეხბურთელებმა, არამარტო დიდება მოუტანეს გიმნაზიას, არამედ მოგვცეს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გვეამაყა ჩვენი აღსაზრდელებით და კიდევ ერთხელ გვეგრძნო მათგან სულისკვეთება და ერთგულება, კიდევ ერთხელ ვულოცათ ჩვენს სპორტსმენებს და მათ მწვრთნელს მერაბ ნოღაიდელს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. მუდამ გვეამაყოს თქვენით“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდა ფეხბურთელებს გვაცნობენ:

  • ანდრია სოლომონიძე;
  • ბექა კვესიეიშვილი;
  • ილია მანელიშვილი;
  • დათა მანელიშვილი;
  • გიორგი ხალვაში;
  • ლუკა მგელაძე;
  • საბა თხილაიშვილი;
  • საბა ვასაძე;
  • ვახო მიქელაძე.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

განათლების სამინისტრომ 6 თვეში facebook-ის გვერდზე რეკლამების განთავსებისთვის 35 ათას ლარზე მეტი დახარჯა
პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება